ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევას პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ ეცდება

26 ივლისი 2021, 11:54 1021 ნახვა

პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ორჯერ ჩავარდა.

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა დღესაც არ ექნებათ.

მმართველი გუნდის ოპონენტები უნდობლობას უცხადებენ დასახელებულ თავმჯდომარეობის კანდიდატებს და აცხადებენ რომ, ისინი საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენას ვერ შეძლებენ.

ოპოზიციის მტკიცებით, ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი არც ერთი კანდიდატი ამ პოსტისთვის აუცილებელ ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი