მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2021“ დაწყებისთვის მზადება გრძელდება.მონაწილე ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს და 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით იმართება.
წვრთნების მიზანია ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა .