აჭარის მთავრობის სხდომა

23 ივლისი 2021, 15:02 953 ნახვა

რამდენიმე წუთის აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბიუჯეტზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 204 მილიონ ლარს შეადგენს.

თანხები მობილიზებულია ძირითადად ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განახორციელებაზე, მათ შორის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებზე.

ქალაქში დაგეგმილია 6 ახალი სკოლის მშენებლობა და 9 სასწავლებლის რეაბილიტიაცია.

ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 43 მილიონი ლარი გამოიყო. ამ პროექტებს შორის არის ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია და გოგოლის ქუჩისა და ხიდის მშენებლობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი