ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასმა , კლასიკური მუსიკის სეზონი დახურა. მსმენელი დასის სრული შემადგენლობით, 1 საათის განმავლობაში ისმენდა როგორც ნაწარმოებების ინდივიდუალურ შესრულებას, ასევე არიებს.
მიუხედავად, სეზონის დახურვისა, საოპერო დასი ზაფხულის სეზონის განმავლობაში კიდევ რამდენიმე კონცერტს გეგმავს.