წყალდიდობა რიზესა და ართვინის პროვინციებში

22 ივლისი 2021, 14:25 4412 ნახვა

თურქეთის  რიზეს პროვინციის  ფინდიკლისა და ართვინის პროვინციის არჰავის რაიონებში  კოკისპირულ წვიმებს  ძლიერი  წყალდიდობა  მოჰყვა. მდინარეების ადიდების შედეგად ათობით ადამიანი საკუთარი სახლებში, სამუშაო ადგილებსა და ავტომობილებში  წყლის ბლოკადაში აღმოჩნდა.  მაშველები მათ გამოყვანას სამაშველო ნავებით ცდილობენ. „დატბორილია  საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობების პირველი სართულები. წყლის დონე რაიონულ ცენტრებში 2 მეტრს აღწევს.  

რიზეს გუბერნატორის  განცხადებით, მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ევაკუირებულია ორი სოფლის მოსახლეობა. წყალდიდობის გამო  დაიტბორა ავტომაგისტრალები და ხიდები. სატრანსპორტო მოძრაობა 5 ავტომაგისტრალზე ჩაიკეტა. 

სტიქიის რეგიონში  მთელი დღის განმავლობაში ძლიერ წვიმას ელოდებიან.  სტიქია რიზეს პროვინციაში ერთი კვირის წინაც მძვინვარებდა. მაშინ წყალდიდობამ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი