თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე კონსულტაციები მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარტიებში დაწყებულია.
მაშინ როცა ადგილობრივი არჩევნები როგორც პოლიტიკოსები ამბობენ იქნება ერთგვარი პლებისციტი იმის დასადგენად ჩატარდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, საინტერესოა როგორია ოპოზიციის სტრატეგია რეგიონში, ფიქრობენ ისინი ერთიან კანდიდატზე, თუ იბრძოლებენ ცალ-ცალკე.