ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 187 მილიონ 700 ათასი მოქალაქეა უკვე აცრილი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 51,3%-ს შეადგენს. მონაცემებს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ავრცელებს. სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის წილის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს მალტა იკავებს. ქვეყანაში მოსახლეობის 83,6% აცრილია.
მეორე ადგილზე ვაქცინირებულ მოქალაქეთა 65,1%-ით უნგრეთია, ხოლო მესამეზე ირლანდიაა 64,8%. ევროკავშირის ქვეყნების 246 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ ანუ ზრდასრული მოსახლეობის 67,3%-მა ვაქცინის ერთი დოზა მიიღო. ევროკავშირმა ზრდასრულების პარალელურად ბავშვთა და მოზარდთა იმუნიზაციაც დაიწყო.