ლივერპულმა მნიშვნელოვანი სტატუსი დაკარგა

21 ივლისი 2021, 18:08 723 ნახვა

იუნესკო-მ  ქალაქ ლივერპულის პორტი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო.  ახალი შენობები, მათ შორის სტადიონი, ქალაქის ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების იერსახეს ამახინჯებს და მას მსოფლიო ღირებულების მნიშვნელობას უკარგავს.

კომიტეტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა. 20 ხმიდან 13 -მა ლივერპულისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსის ჩამორთმევას დაუჭირა მხარი, 5-წინააღმდეგი იყო,  ხოლო ორი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.  გადაწყვეტილებას ლივერპულის მერი  ჯოან ანდერსონი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება გაუგებარია და მას გაასაჩივრებენ. ლივერპული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2004 წელს გამოცხადდა. ლივერპულის პორტი ისტორიაში რიგით მესამე ობიექტია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან  ამოიღეს. 2007 წელს  ეს სტატუსი ომანში ეროვნულმა ნაკრძალმა, ხოლო 2009 წელს დრეზდენში ელბის ხეობამ დაკარგეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი