აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ

20 ივლისი 2021, 18:21 1306 ნახვა

შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ. "მაიკროსოფტის" სერვერებზე განხორციელებული კიბერდანაშაული წლის დასაწყისში დაფიქსირდა და მსოფლიოს მასშტაბით 30 000-ზე მეტ ორგანიზაციაზე იქონია გავლენა. ამერიკულმა მხარემ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში კომპანიებზე, უნივერსიტეტბსა და სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმის ბრალდებით საქმე აღძრა ჩინეთის ოთხი მოქალაქის მიმართ. ჩინეთში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ თავადაც კიბერდანაშაულის მსხვერპლი არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი