ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. აღნიშნულის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის აცხადებს. გუტერეშმა აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ნათესავებს, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. ერაყის დედაქალაქის ერთ-ერთ ბაზრობაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი დაშავებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.