ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს - განაცხადა საქართველოში მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
მისივე განცხადებით, უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არ არის.
"მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისულებები, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული," - აცხადებს შარლ მიშელი.