პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა.
30 წლამდე ასაკის პაციენტი კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ორსულის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დღიდან კრიტიკული იყო.
კლინიკაში აცახდებენ, რომ ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა. რამდენიმე დღის წინ კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვილს კოვიდი არ დაუდასტურდა.