19 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 94 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 273 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 46, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი.
1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 334- აჭარაში. 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 453, პირი, აჭარაში - 1 545.