შემოსავლების სამსახურის განცხადება

18 ივლისი 2021, 12:13 1046 ნახვა

პირველი აგვისტოდან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება ბუკინგ  ქომზე,  მომსახურების ტარიფის ახალ პირობებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ  არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ბუკინგის მომხმარებლებმა პორტალიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ საიტის მომსახურების გარდა მათი შემოსავლების კიდევ 18 პროცენტი დაიბეგრებოდა. თემაზე მთავარის ეთერში სიუჟეტი ორი დღის წინ მომზადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი