ქობულეთში რესტორანი "ჩერო" კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით დაიკეტა

16 ივლისი 2021, 21:26 3698 ნახვა

ქობულეთში, რესტორანი "ჩერო" კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით დაიკეტა. 

რესტორნის დირექტორის ჯემალ ქურიძის განცხადებით, დაინფიცირებულია 10-თანამშრომელი. კორონავირუსი პირველად მიმტანს დაუდასტურდა, რის გამოც მენეჯმენტმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რესტორნის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგმა შეისწავლეს ვითარება, მათივე რეკომენდაციით ყველა ინფიცირებული გადაყვანილია კოვიდ სასტუმროში, ხოლო მათთან დაკავშირებული ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

რეკომენდაციის თანახმად, რესტორანი 12 დღით  დაიკეტა და პრევენციის მიზნით თანამშრომლებს სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდა.

რესტორანი "ჩეროს" ასევე სასტუმრო კომპლექსიც აქვს, რომელიც ტურისტებზე ქირავდება, თუმცა შეზღუდვები სასტუმროს არ შეხებია და ის ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი