ხულოს საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასები გაიზრდება

16 ივლისი 2021, 20:20 1668 ნახვა

ხულოს მერიის დაქვემდებარებაში არსებული აიპების თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას ითხოვს უკვე გიორგი გახარიას გუნდის წევრი და ხულოს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი რომან ქედელიძე. საკრებულოს წევრი ირწმუნება, რომ  ანალოგიურ მოთხოვნებს თითქმის ყველა სხდომაზე აჟღერებდა, კოლეგები კი  ინიციატივებს არ იზიარებდნენ და როგორც ამბობს, ეს ერთ-ერთი წინაპირობა იყო  ფრაქციის დატოვების. რომან ქეელიძე ხულოს მერიას  მთლიანად აიპების, განსაკუთრებით კი, ბაგა-ბაღების  კოლექტივის ჰონორარის გაზრდას სთხოვს, რომელიც  თვითმმართველობამ დაჰპირდა და არ შეუსრულა. დეპუტატს ხულოს მერმა უპასუხა, რომ საკითხი უკვე მოგვარებულია და  ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ხელფასები ამ თვიდან ეზრდებათ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში