აშშ და გერმანია ერთად აღუდგებიან რუსეთის აგრესიას, – განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან მერკელთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, ენერგორესურსები იარაღად გამოიყენოს. მისივე თქმით, ამ საკითხზე ის მერკელთან ვერ თანხმდება.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ და გერმანია ჩინეთის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ეწინააღმდეგებიან.
ანგელა მერკელი ვაშინგტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.