საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი

16 ივლისი 2021, 11:01 1187 ნახვა

16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 466 პირი.

ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 035 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.67%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 საიდანაც: 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 457, აჭარაში - 191, იმერეთში - 460. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 780 პირი, მათ შორის, თბილისში - 422, აჭარაში - 34, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 138 აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 1 016 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 268- აჭარაში. 10 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 952 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 703 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 877, პირი, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 086.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში