''ფაიზერით'' ვაქცინაცია საქართველოს ოთხ ქალაქში, ბათუმში, თბილისში, გორსა და ქუთაისში, დღეს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია 7 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
„ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“;
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“;
„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“;
„ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“;
ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;
ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“;
გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.
სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერის" ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ქვეყანაში 28 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა, რომელიც 14 000 მოქალაქისთვის არის საკმარისი. რეგისტრაცია 14 ივლისს დაიწყო, თუმცა პორტალზე არსებული ხარვეზის გამო საიტი რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო.