საქართველოში კორონავირუსის 1398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი - ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
15 ივლისის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 1164 ადამიანი. სულ კი პანდემიის პერიოდში ვირუსი დაამარცხა 362 491-მა პირმა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო შვიდი დღის მონაცემებით ის 4.65%-ია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 813 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 49, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 59, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 36, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც: 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 326, აჭარაში - 200, იმერეთში - 431. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 756 პირი, მათ შორის, თბილისში - 400, აჭარაში - 38, იმერეთში -162. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 126 აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 790 - თბილისში, 267- აჭარაში. 9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 528, პირი, აჭარაში - 1 122, იმერეთში - 1 086.