ჯორჯ ბუშის პოზიცია

14 ივლისი 2021, 18:49 1184 ნახვა

აშშ-სა და ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გაყვანა შეცდომაა-აცხადებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. „ვშიშობ, რომ ავღანელ ქალებსა და გოგონებს ენით აღუწერელ ზიანი მიადგებათ“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. ჯორჯ ბუშის თქმით, ის შეშფოთებულია ასევე იმ თარჯიმნებისა და სხვა ადამიანების ბედითაც, რომელებიც ავღანეთში უცხოურ ძალებს დახმარებას უწევდნენ და რომლებიც სასტიკი ადამიანების პირისპირ აღმოჩნდებიან. ჯორჯ ბუშმა ავღანეთში ამერიკული ჯარი 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გაგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი