სამხრეთ კორეაში მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

16 იანვარი 2025, 13:16 82 ნახვა

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ  3 დეკემბერს საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის  იმპიჩმენტის საქმეზე  მეორე ზეპირი  მოსმენა გამართა.

იუნი სამხრეთ კორეის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც დააკავეს. იგი  ოთხშაბათს საღამოს გადაიყვანეს სეულის წინასწარი დაკავების ცენტრში მას შემდეგ, რაც უარი თქვა ანტიკორუფციულ სამმართველოსთან თანამშრომლობაზე, რომელიც იუნის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას იძიებს.

სასამართლომ იმპიჩმენტის პროცესის გახსნის სხდომა სამშაბათს რამდენიმე წუთშივე გადადო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი სასამართლოში არ გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 180 დღის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს იუნი თანამდებობიდან თუ აღადგინოს მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში