დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

14 ივლისი 2021, 14:09 865 ნახვა

ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპა სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

ინციდენტი  14 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ერასხის მონაკვეთზე მოხდა, სადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილები გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას საინჟინრო აღჭურვილობის გამოყენებით გეგმავდნენ. სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხური მხარის მოწოდებების საპასუხოდ, შეეჩერებინათ აღნიშნული სამუშაოები, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით, რომლის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. 

ოფიციალური ერევანი  სიტუაციის შემდგომ გამწვავებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში