"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყება 

14 ივლისი 2021, 11:43 931 ნახვა

"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

''ფაიზერის'' ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით გაკეთდება, იმუნიზაცია კი პირველ ეტაპზე 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

ვაქცინაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუტაისში შეეძლებათ. გამოყოფილია შვიდი კლინიკა. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ ვაქცინით 18 წელს მიღწეული პირები აიცრებიან, ქვეყანაში კი სულ 28 ათასი დოზა ვაქცინა ჩამოვიდა.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია - 144-3-ზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი