''ტვ პირველის'' ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს. 36 წლის ოპერატორი თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე მამის გვერდით დაასაფლავეს.
კოლეგა ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა კამერების დერეფნითა და ტაშით გააცილეს.
ლექსო ლაშქარავას სახლთან კამერის ნაწილები მიიტანეს, რომელიც 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.
ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.