კორონავირუსის „დელტა“ შტამი ბავშვებს უფრო ადვილად აზიანებს - ამირან გამყრელიძე

13 ივლისი 2021, 12:10 1656 ნახვა

"დელტა“ შტამი განსაკუთრებით ბავშვებს უფრო ადვილად აზიანებს. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ქვეყანაში „დელტა“ შტამის ცირკულაცია 20%-ზე მეტია. იცით, რომ ევროპაში პროგნოზია „დელტა“ შტამი ბრიტანულს თანდათან აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ჩაანაცვლებს. „დელტა“ შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით ბავშვებს. ესეც შეინიშნება, არის ზრდა გარკვეულად ბავშვების ინფიცირების და შესაბამისად ბავშვთა საავადმყოფოებში საწოლფონდის დატვირთვის.

აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები. ამ ეტაპზე თუ არ გვინდა მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია დავიცვათ ის, რაც დადგენილია - დისტანცია რესტორანში, კაფეში, თუ ღია სივრცეში,  ხელების ხშირი დაბანა, აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება თუ რამდენიმე ადამიანია ერთად და აცრა და აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი