აჭარაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 187 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 44, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 2 პირი.
924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 - თბილისში, 242- აჭარაში. 8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 173, პირი, აჭარაში - 847.