ვაქცინაციის პროცესი

12 ივლისი 2021, 11:38 866 ნახვა

კვლავ მაღალია კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 659 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 75 აჭარაში. 

ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში გარდაიცვალა კიდევ 16 პაციენტი.  ამ მონაცემების მიუხედავად, კვლავ დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.

დღეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში სამართალდამცველები, ტურიზმისა და კულტურის სფეროში  დასაქმებულები  აიცრნენ. 

ამ დროის მონაცემებით, აჭარაში ვაქცინირებულია 31 ათას 713 მოქალაქე.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში