თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მინიმუმ 12 მიგრანტი დაიღუპა, 26 კი - დაშავდა.მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსს ავღანელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები გადაჰყავდა. შემთხვევა ვანის პროვინციაში, მურადიეს რაიონში, თურქეთ-ირანის საზღვართან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი თხრილში ჩავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
მიგრანტები, ძირითადად ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან, რეგულარულად კვეთენ თურქეთ-ირანის საზღვარს და თურქეთში გადადიან.