პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება.კომიტეტის წევრები მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საბოლოოდ კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კენჭი სათითაოდ ეყრება.პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდა.