ბობოყვათის მოსახლეობამ 20 სექტემბრამდე პროტესტი შეწყვიტა

10 ივლისი 2021, 18:10 1318 ნახვა

23 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ბობოყვათში საპროტესტო აქცია შეწყდა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოთხოვნების შესრულებას  20 სექტემბრამდე ითხოვენ , წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს   აანონსებენ, აქციის შეწყვეტის მიუხედავად კარვების დაშლას ამ ეტაპზე არ გეგმავენ.

 დღეს მათ ''სტრატეგია აღმაშენებლის'' თავმჯდომარე შეხვდა , გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს სექტემბრიდან პარლამენტში მისვლა  და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება ურჩია, ასევე მის გუნდში გაწევრიანება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა.  ცნობისთვის ,  აქციის მონაწილეები მიწების დაკანონებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მათ  წინაპრებს ეკუთვნოდა და ამის დამადასტურებელი საარქივო მასალა გააჩნიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი