ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი 26 კოლუმბიელისა და ორი ჰაიტელი ამერიკელისგან შემდგარმა შეიარაღებულმა ჯგუფმა მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლება აცხადებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 15 კოლუმბიელი და 2 ჰაიტელი ამერიკელი, ლიკვიდირებულია 3 თავდამსხმელი, რვამ კი - გაქცევა შეძლო. პრეზიდენტის მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ჰაიტის 53 წლის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი საკუთარ სახლში ორი დღის წინ მოკლეს. დაჭრილია პირველი ლედიც.