აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად - საელჩო

09 ივლისი 2021, 13:50 956 ნახვა

''აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ და რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას განასახიერებენ'' - წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შვიდი წლის განმავლობაში ამერიკელებთან ერთად წვრთნები 7 078 ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა. 

''ვულოცავთ საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას'' - წერია საელჩოს განცახდებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი