თქვეს მე ბრძანება გავეცი, რომ ცემონ ჟურნალისტები და თქვენ არაფერი გააკეთოთ - უკაცრავად ეს ხომ იდიოტიზმია - შს მინისტრი 

08 ივლისი 2021, 15:36 901 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს. ვახტანგ გომელაურის თქმით, იდიოტიზმია იმაზე საუბარია, რომ პოლიციას ჰქონდა ბრძანება არ დაეცვა ჟურნალისტები ზალადობის დროს. 

''გავიგე, რომ არ იყო პოლიცია, მე ბრძანება გავეცი, რომ ცემონ ჟურნალისტები და თქვენ ხელი არ გაანძრიოთ - უკაცრავად  ეს ხომ იდიოტიზმია - არც მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ ადამიანებს სახელები და გვარები დავასახელო.

როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, ასეთი რაღაც გააკეთოს. არასდროს მომხდარა, რომ სამწუხაროდ, ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ ასეთი მასიური სხვადასხვა ლოკაციაზე რომ მედიის წარმომადგენლების დევნა დაწყებულიყო არ ყოფილა.

ეს მიუღებელია, საშინელებაა და ვგმობ. ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა, არ ინძრეოდა და საერთოდ არ ეხმარებოდნენ - ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში