ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

08 ივლისი 2021, 13:42 910 ნახვა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იაპონიის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა ორშაბათიდან შევა ძალაში და 22 აგვისტომდე გაგრძელდება. 

საგანგებო რეჟიმი ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს იმოქმედებს, რომლებიც იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

მანამდე, მსოფლიო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩაეტარებინათ.

ბოლო დღე-ღამეში ტოკიოში კორონავირუსის 896 შემთხვევა გამოვლინდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში