ჰაიტის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის პრეზიდენტზე ჟოვენელ მოიზზე თავდასხმასა და მკვლელობაში მონაწილე ოთხი პირის ლიკვიდაცია მოახდინეს. დაკავებულია კიდევ ორი პირი.
გავრცელებული ვერსიით, თავდამსხმელები უცხოელი დაქირავებული მკვლელები იყვნენ, რომლებიც ინგლისურ და ესპანურ ენებზე საუბრობდნენ. მათ ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული ადმინისტრაციის თანამშრომლებად გაასაღეს თავი.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კლოდ ჯოზეფმა პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და 15-დღიანი გლოვა გამოაცხადა. 7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას სასიკვდილოდ დაიჭრა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა პირველი ლედიც, რომელიც თავდასხმისას დაიჭრა, თუმცა მთავრობამ ეს ინფორმაცია უარყო.