ნიდერლანდებში გამომძიებელი რეპორტიორის პიტერ დე ვრისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, ბოროტმოქმედების ავტომობილის პოვნა თვითმხილველების და სათვალთვალო კამერების წყალობით მოხერხდა.
64 წლის პიტერ დე ვრის ამსტერდამის ცენტრში ტელეარხ არ-ტი-ელ-ის სტუდიიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც იგი ერთ-ერთ გადაცემაზე იყო მიწვეული, 5-ჯერ ესროლეს. ჟურნალისტი თავის არეშია დაჭრილი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პიტერ დე ვრისის სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მისი ყველაზე ცნობილი გამოძიება 1983 წელს ლუდის მაგნატის, ფრედი ჰეინეკენის გატაცების საქმეს ეხება. ჟურნალისტი ხშირად ღებულობდა მუქარის წერილებს.