ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არ არის, უზრუნველყოს ტოლერანტობისადმი მიძღვნილი შეკრების უსაფრთხობა - სამი ევროპარლამენტარის განცხადება 

07 ივლისი 2021, 14:00 909 ნახვა

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი „თბილისი პრაიდის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და წერენ, რომ გმობენ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რის გამოც სამწუხაროდ იძულებით გაუქმდება LGBTQI-ის პრაიდის მსვლელობა.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებს ახსენებენ. 

''სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა ლიდრებმა ვერ ისაუბრეს ხმამაღლა და მკაფიოდ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ პრაიდის მსვლელობის წინ. ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა მზად არ არის, უზრუნველყოს ტოლერანტობისადმი მიძღვნილი შეკრების უსაფრთხობა, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს. LGBTQI+ პირებს უნდა შეეძლოთ ისეთი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა გააჟღერა განზრახვა 2024 წლს ევროკავშირში წევრობის განაცხადის ოფიციალური შეტანის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გვსურს შევახსენოთ მათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, რომლებიც ცნობილია კოპენჰაგენის კრიტერიუმებით, გულისხმობს სხვა საკითხებთან ერთად, რომ ქვეყანას აქვს ინსტიტუტების სტაბილურობა, რაც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს.

ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ზემოთ ხსენებული თავდასხმების ჩამდენ პირებს დააკევებენ და კანონის სრული სიმკაცრით დააკისრებენ პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

მიმართვა ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი