პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა დოლიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ მოხდა ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება.