აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს

26 ნოემბერი 2024, 13:54 450 ნახვა

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს.

დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ კანდიდატურას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, რამაზ ჯინჭარაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე მოღვაწეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი