აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი მოწვევის სხდომის პარალელურად რეგიონის საკანონდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მათი განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა არალეგიტიმურია, არჩევნები კი გაყალბებული.
დამიბრუნე ხმა- ამ წარწერით სტიკერები სამოქალაქო აქტივისტებმა და სტუდენტებმა უმაღლესი საბჭოს შესასვლელ კიბეზე დატოვეს.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც შეუერთდა და უმაღლესი საბჭოს ის ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებიც აპირებენ მანდატებზე უარი თქვან.