„დამიანესთვის“- საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე, სასკოლო სპექტაკლის პრემიერა - ნოდარ დუმბაძის „ბოშები“ დაიდგა, ასევე სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს და გაყიდეს. ღონისძიება ბათუმის მეორე საჯარო სკოლისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ურთიერთთანამშრომლობით დაიგეგმა. 4 წლის დამიანე ნაცვლიშვილს, რომელიც „ბურტიკის ლიმფომის“ მძიმე ფორმას ებრძვის ჩვენი დახმარება სჭირდება. ის ახლა უცხოეთში მკურნალობს და სოლიდურ თანხას საჭიროებს.