თურქეთი სკოლების გახსნას 6 სექტემბერს გეგმავს, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის განათლების მინისტრმა ზია სელჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში პედაგოგთა დაახლოებით 90%-ია ვაქცინირებული. ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 36 მილიონამდე ადამიანს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი -17 მილიონია. კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზა უკვე მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული.