ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო 2 დღის განმავლობაში კიბერშეტევის გამო ხარვეზებით მუშაობდა პორტალი. თამარ გაბუნიას განმარტებით, დღეს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი დაჯამდა და ამდენად რაოდენობა ცოტა მაღალია, რაც ჭეშმარიტ მაჩვენებლებს არ ასახავს, თუმცა მაინც შემთხვევების რაოდენობა 1000 აღემატება, რაც საყურადღებო მაჩვენებელია.
მისივე განცხადებით, საყურადღებოა კლინიკებში პაციენტების რაოდენობა, რომელიც აღწევს 3000. თავისუფალია 2485 საწოლი.
"ჰოსპიტალური სექტორი რჩება მობილიზებული, შემთხვევების მართვა შესაფერისად რომ მოხდეს.
გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანი არის გახსნილი, და ელოდება მოქალაქეებს.
ქვეყნის მასშტაბით, 160 დაწესებულებაა ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში. რეგისტრაცია შეძლება როგორც პორტალის, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაში ვიზიტი და იქ მოხდება მოქალაქის დარეგისტრირება, თუ ის ვერ ახერხებს სხვაგავარად რეგისტრაციას"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.