ჯანმო - შემოდგომაზე კორონავირუსის მორიგი ტალღაა მოსალოდნელი

06 ივლისი 2021, 11:59 1278 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს კოვიდშეზღუდვების გაუქმებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის ხელმძღვანელი მაიკ რაიანი აცხადებს, რომ პანდემია ჯერ დასრულებული არ არის და შემოდგომით მორიგი ტალღაა მოსალოდნელი. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად ვუხსნით გზას ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებულ რისკებს. ცოტა მეტი მოთმინება გვჭირდება. გაიხსენეთ გასული ზაფხული, როდესაც ყველაფერი კარგად იყო, ყველა მოდუნდა და შემდეგ დადგა სექტემბერ-ოქტომბერი და ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით – განაცხადა  მაიკ რაიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი