მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - არ დავუშვათ ძალადობა - კახა კუჭავა

05 ივლისი 2021, 14:25 958 ნახვა

მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

„დაუშვებელია ძალადობა, განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ, რათა დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში