„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „სირცხვილიას“ ოფისთან მივიდნენ, რომელსაც სხვადასხვა ნივთებს ესვრიან

05 ივლისი 2021, 12:35 681 ნახვა

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მივიდნენ.  ოფისთან ხმაურია.

აქციის მონაწილეები შენობის მიმართულებით ბოთლებსა და კვერცხებს ისვრიან.

რამდენიმე პირი "სირცხვილიას" ოფისშიც შევარდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ შეურაცმხყოფელ სიტყვებს "ღირსების მარშის" მომხრეების მიმართ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მანამდე საქართველოს პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი, სადაც კარვები დაშალეს. არსებული ინფორმაციით, ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან მედიასაშულებების მიმართ. დაშავებულია სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მივლენ იმ ადგილას, სადაც „თბილისი პრაიდის“ მომხრეთა ოფისები მდებარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში