ორ დღეში საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

05 ივლისი 2021, 11:53 1181 ნახვა

საქართველოში ორი დღის განმავლობაში, 4-5 ივლისს, კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. ვირუსისგან 1515 პირი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 081 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 261, „პისიარ“-ტესტით – 14 820.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3-4 ივლისის მდგომარეობით არის 3.63 პრიცენტი, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.85 პროცენტი, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.40 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 369 886 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 355 127 გამოჯანმრთელდა, 5 373 კი, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში