საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია

05 ივლისი 2021, 10:14 808 ნახვა

ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.

„ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომლითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა ჩავიდა!

დიდი მადლობა ავსტრიელ პარტნიორებსა და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისთვის!

ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ!“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი „ფეისბუქზე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში