ვაშლოვანში ხანძარი ლოკალიზებულია

04 ივლისი 2021, 12:03 1231 ნახვა

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით  ადგილზე 50 მეხანძრე - მაშველი იმყოფება და ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტფრენი მონაწილეობს.ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში